პრეზიდენტი: "სახელმწიფოს ვიცავთ რუსებისგან გარეთ, ვიცავთ შიდა რუსებისგან"
"საქართველო მხოლოდ ბუნება არ არის, მხოლოდ ადამიანებიც არ არის, არის სწორედ ის, რაც მოგდის საუკუნეების შემდეგ, რაც შეიქმნა ძნელად, ბრძოლით და რაც ჩამოყალიბდა, როგორც სახელმწიფო. ამას ვიცავთ ჩვენ დღეს, ვიცავთ რუსებისგან გარეთ, ვიცავთ შიდა რუსებისგან, ბევრნი არიან თუ ცოტა არიან, არ ვიცით, ვინ რისთვის დგას იმ მხარეს, რომელიც არ არის საქართველოს მხარე"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს სულს ვერავინ წაართმევს:
დადგება ის დრო, როცა ისევ დავუბრუნდებით სწორედ ერთობას, ერთიანობას, რადგანაც ეს არის, რაც ჩვენ ვიცით, რომ ამით გადავრჩებით, ჩვენ ამით გადავრჩით საუკუნეების მანძილზე, როცა ერთად ვიყავით და დღეს ის, რაც ხდება და რაც არის ნამდვილი სასწაული, დღეს როცა გაიშალა ეს უზარმაზარი სუფრა რუსთაველზე, რომელიც სწორედ არის ერთიანობის სუფრა, სიყვარულის სუფრა, მომავლის სუფრა, ამით ჩვენ ყველგან გავალთ, ყველას გავაკვირვებთ, ამით ჩვენ ყველას გავაკვირვებთ, როცა ერთად ვიმღერებთ მრავალჟამიერს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სული, ჩვენი ძალა, რასაც ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს", - თქვა პრეზიდენტმა.