ალბათ რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს - კალაძე ოპონენტებს ნარკოტესტის ჩაბარებას ისევ ურჩევს

08.09.21 14:43
ალბათ რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს - კალაძე ოპონენტებს ნარკოტესტის ჩაბარებას ისევ ურჩევს

ნარკოტესტთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დაწყებულ კამპანიას დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე, დღესაც აგრძელებს. 

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მისი კონკურენტების მისამართით "ალბათ რაღაც კითხვები არსებობს":

"ალბათ, რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს და ამიტომ არ აბარებენ ნარკოტესტს" - თქვა კალაძემ "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ. 

კალაძე არ ამბობს, კონკრეტულად  მერობის რომელი კანდიდატის მიმართ აქვს ეჭვი, პირიქით, დედაქალაქის მერის განცხადებით, მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია. 

რა შუაშია გიორგი გახარია? - აღნიშნა მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების ინიციატივას სწორედ ექსპრემიერის პოლიტიკურ გაქტიურებას უკავშირებს.