შალვა ნათელაშვილმა ,,ლეიბორისტული პარტის" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

08.09.21 15:34
შალვა ნათელაშვილმა ,,ლეიბორისტული პარტის" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

შალვა ნათელაშვილმა,  ,,ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების სია წარადგინა. 

ჩვენი კანდიდატები ფეხით, ან მოპედებით ივლიან და ყველა ჯიპოსანს ჩამოვსვამთ მანქანებიდან. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება უფასო - განაცხადა კანდიდატების პრეზენტაციის ღონისძიებაზე შალვა ნათელაშვილმა.

პარტიის სიის პირველი ნომერი ლაშა ჩხარტიშვილია, ათეული კი ასე გამოიყურება:

ტარიელ კალანდარიშვილი, მარიამ გოჩელაშვილი, მამუკა ჯუღელი, დავით გილაძე, თეკლა ალანია, გიორგი დვალაშვილი, ია სირანაშვილი, მარიამ გურგენიძე, ვლადიმერ მარტიაშვილი, ქეთევან გაზდელიანი.