კალაძეს ეჭვი აქვს და ეშმაკური ,,ტრიუკი" ჩააგდო - რომან გოცირიძე ნარკოტესტზე

08.09.21 15:14
კალაძეს ეჭვი აქვს და ეშმაკური ,,ტრიუკი" ჩააგდო - რომან გოცირიძე ნარკოტესტზე

,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ კალაძეს ეჭვი აქვს მისი კონკურენტების ნარკოტიკებთან შემხებლობაზე, ამიტომაც გამოვიდა ინიციატივით, გაიკეთოს მერობის ყველა კანდიდატმა ნარკოტესტი. 

ნიკა მელიასგან პრობლემა არ არის ნარკოტესტის გავლის, კაცი სპორტსმენია - კალაძის თავის გამოჩენა ამ კუთხით ნიშნავს, რომ ვიღაცებზე აქვს ეჭვი და ეშმაკური “ტრიუკი” ჩააგდო - ამბობს რომან გოცირიძე.

,,ალბათ, რაღაც კითხვის ნიშანი არსებობს, ამიტომაც არ აბარებენ ნარკოტესტს" - განაცხადა ,,ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, რომელმაც აღნიშნული ტესტი უკვე ჩააბარა.