სიცრუეზე დაფუძნებული ამბავია - გახარიას გუნდში კომპრომატების არსებობას გამორიცხავენ
გიორგი გახარიას გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ნარკოტესტთან დაკავშირებული აჟიოტაჟი დებატების თემის გადაფარვას ემსახურება.
ალექსანდრე მოწერელია "პირველებთან" ამბობს, რომ გახარიას ტესტი ჩაბარებული აქვს, როცა ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.
არავინ ხდის ამ საკითხს სალაპარაკოდ. გახარიას, თავის დროზე, როცა მას ეს ევალებოდა, ყველა ტესტი ჩაბარებული აქვს. ეს თემა დებატების საკითხის გადაფარვას ემსახურება"- აცხადებს მოწერელია.
რაც შეეხება კადრების შესაძლო გავრცელებას, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გახარია იმ დროს არის გადაღებული, როცა ის სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არის, სრული სიცრუეა.
ეს არის სიცრუეზე დაფუძნებული ამბავი, რითაც ცდილობენ დებატებზე უარის თქმას. გამოვრიცხავ ასეთი კადრების არსებობას"- ამბობს მოწერელია.