მასობრივი ტერორი შიდა ქართლში - გორის თეატრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

08.09.21 15:30
მასობრივი ტერორი შიდა ქართლში - გორის თეატრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გორის გიორგი ერისთავის სახელობის აკადემიური თეატრის დირექტორი, გია წვერავა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.  წვერავა ამბობს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან ის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტია “საქართველოსთვის” სიის წარმომადგენელია.  მისი თქმით, კულტურის სამინისტრომ მისი კანდიდატურა სწორედ ამ მიზეზით აღარ დააკმაყოფილა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

კულტურის სამინისტრო ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევს სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს. სამხატვრო ხელმძღვანელების ვადამ წლის ბოლომდე გადაიწია, თუმცა რატომღაც სამინისტრომ  დირექტორების წარდგენა თავიდან მოითხოვა, ახალ წლამდე. ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა წარმადგინა, რომ თავიდან მომხდარიყო ჩემი დანიშვნა, მაგრამ სრულიად აბსურდული მიზეზის გამო ჩემი კანდიდატურა არ დაამტკიცა კულტურის სამინისტრომ. ჩემ პოზიციაზე ყოფნა კანონმდებლობით ხელს არ მიშლიდა, მიმეღო მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებზე, ის მოტივი, რომ პროპორციული სიის წევრი ვიყავი, არ უშლის ხელს, ვყოფილიყავი თეატრის დირექტორი, იქამდე სანამ საკრებულოში რაიმე თანამდებობას არ მივიღებდი, ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს სამსახურიდან,  – ამბობს გია წვერავა