ხელისუფლება ანგარიშს აღარ უწევს დასავლეთს - ელენე ხოშტარია

08.09.21 16:04
ხელისუფლება ანგარიშს აღარ უწევს დასავლეთს - ელენე ხოშტარია

"დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" დასავლელი პარტნიორების აზრი აღარ აინტერესებს. ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ მიშელის დოკუმენტის გაუქმება ამის ნათელი დასტურია. 

გვქონდა პერიოდი, როცა ხელისუფლება იძახდა, რომ ჩვენ ჩვენი პარტნიორების აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ არჩევნებზე ხელისუფლებამ გააკეთა არჩევანი, ანგარიშს აღარ უწევს დასავლეთს, აუქმებს მიშელის ხელშეკრულებას, ხელშეკრულებას დებს ბელარუსთან, ლეშენკოსთან ერთად ქეიფობს, არ უშვებს ანტიპუტინისტ ჟურნალისტებს, პუტინის ჟურნალისტებს უშვებს", - ამბობს ელენე ხოშტარია.