საქართველოში შარდის ომია - გუბაზ სანიკიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე, ამბობს, რომ საქართველოში შარდის ომია. სანიკიძის თქმით, რომ ქართული პოლიტიკა დონემდე დავიდა, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთის შარდის ანალიზით ინტერესდებიან.
სწორედ კატასტროფის მასშტაბები და სამწუხარო რეალობა ჩვენი ის არის, რომ ერთმანეთს შარდს უმოწმებენ უკვე. ისტორიამ იცის უცნაური სახელები ომის. მაგალითად, იყო კარტოფილის ომი, ჩინეთში იყო, თუ არ ვცდები, საცოდავი ჭიის ომი, საქართველოში არის შარდის ომი. აი, მოვედით, ერთმანეთს შარდს უმოწმებენ და ჩვენ ამას უნდა ვუყუროთ ყველაფერს, ვის შარდში აღმოჩნდება რაღაცა და უნდა გავზომოთ, უნდა დავინტერესდეთ... შარდის ომია ქართული პოლიტიკა, ერთმანეთს უმოწმებენ შარდს. კარგი იქნება, თუ ტელეეთერში ერთმანეთს შეუმოწმებენ შარდს, საინტერესო საყურებელი იქნება, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ჩემს სამშობლოს სჭირს ეს, - ამბობს სანიკიძე.
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ კახა კალაძის მსგავსად, მერობის ყველა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი.
უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე კი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას გიორგი გახარიაზე აქვს კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს.