ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ამნისტია არ შეეხება

08.09.21 17:28
ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ამნისტია არ შეეხება

ოცი ივნისის საქმეზე ამნისტია ნიკა მელიას არ შეეხება, რადგან ცვლილების მიხედვით, პასუხიმგებლობისგან ის პირი თავისუფლდება, ვინც სასამართლოს ოფიალურად მიმართავს. ,,ნაცმოძრაობის" ლიდერი სასამართლოსთვის ამნისტიის მოთხოვნით მიმართვას არ აპირებს და აცხადებს, რომ ყველაფერი 2 ოქტომბერს, არჩევნებზე გაირკვევა.

მათთვის დამნაშავეა ქვეყნის პატრიოტი ხალხი და ეს გამოიხატა კიდეც ამნისტიის კანონის მიღებით. ამაზე ნათელი გზავნილი რა უნდა იყოს. ამ ყველაფრის პასუხი უნდა იყოს 2 ოქტომბერი. ამ განუკითხავობაზე, სახელისუფლებო შტოზე სასამართლოს და ყველაფრის დამორჩილებაზე მომაბეზრებელიც კი არის უკვე საუბარი - აცხადებს ნიკა მელია.

20 ივნისის საქმე ამნისტირებულია-პასუხისმგებლობისგან ყველა ის პირი გათავისუფლდება, ვინც ე.წ გავრილოვის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდა. ამნისტია მომავლში შეეხებათ იმ თანამდებობის პირებსაც, ვინც დარბევის უკანონო ბრძანება გასცა - ეს გადაწყვეტილება დაზარალებულებისთვის წითელი ხაზია. ანტიოსაოკუპაციო აქციის მონაწილეები, ვინც ოც ივნისს თვალი დაკარგა და უკიდურესად დაშავდა, გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და სამართლებრივ დავას აანონსებენ.