კალაძის გეგმა თბილისის განვითარების შესახებ არის თავიდან ბოლომდე სიმულაცია - ,,ლელოს" მერობის კანდიდატი

08.09.21 17:14
კალაძის გეგმა თბილისის განვითარების შესახებ არის თავიდან ბოლომდე სიმულაცია - ,,ლელოს" მერობის კანდიდატი

 "ლელო" კახა კალაძის წინააღმდეგ. პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა, დღეს იპოდრომიდან ქალაქის მოქმედი მერი სიცრუეში ამხილა.   ე.წ ,,წარმატებული" პროექტები კორუფციის და ქალაქის განვითარების შესახებ არ გულისხმობს განვითარებულ და უსაფრთხო თბილისს- აცხადებს ,,ლელოს" წევრი.

იპოდრომის ტერიტორია კარგად მეტყველებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს კალაძეს თბილისის მიმართ. მისი პრეზენტაცია ქალაქის განვითარების შეხახებ არის თავიდან ბოლომდე სიმულაცია. კალაძემ გამოშიგნა თბილისის განვითარების გეგმა და დღეს ჩვენ არ გვაქვს არც რკინიგზის გადატანის, არც ელიავას ბაზრის განვითარების კონცეფცია. კალაძე აცხადებს, რომ თბილისში ადამიანის სიცოცხლე დაცულია, მაგრამ სულ რამდენიმე თვის წინ გვქონდა ვაშლიჯვარში მეწყერი და სიცოცხლისთვის საშიში სიტუაცია. ლორთქიფანიძის ქუჩაზე მცხოვრებლებსაც გამოუთხარეს საცხოვრებლის ძირი.

ხვალ ,,ლელო" წარადგენს თბილისის განვითარების რეალურ გეგმას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება თვითოეული მოქალაქის რეალური საჭიროება და მოთხოვნები - აცხადებს ანა ბიბილაშვილი.