ჩაქვში "ოცნება" არასრულწლოვნებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას სთხოვს

08.09.21 17:22
ჩაქვში "ოცნება" არასრულწლოვნებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას სთხოვს

წინასაარჩევნო ტერორში "ქართულმა ოცნებამ" არასრულწლოვნებიც ჩართო. ჩაქვში საჯარო სკოლების მოსაწავლეებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას სთხოვენ. რაიონში  "ქართული ოცნების" კანდიდატის,  ალექსანდრე ხიდაშელის, მხარდამჭერი პოსტების დაწერა ათობით მოსწავლეს და მათ მშობლებს დაევალათ. 

არსებული ინფორმაციით, 8-დან 12 წალმდე მოსწავლეებს გამზადებულ ტექსტს უგზავნიან, რომელსაც ბავშვები აკოპირებენ და სოციალურ ქსელში გადააქვთ.

თავად ხიდაშელი ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ბავშვები პოლიტიკაში გადასვლას საკუთარი სურვილით ულოცავენ. ხიდაშელი საჯარო სკოლასთან არსებული ერთ-ერთი სტუდიის ხელმძღვანელია.

მე რომ პოლიტიკაში გადავედი და დავიწყე ეს აქტიურობა, ყველას გაუკვირდა და ახლა ბავშვმა თუ ეს მომილოცა, ამაში რა არის, ხალხო, ცუდი? სულ მილოცავენ მე ბავშვები. ბავშვები არ არიან გამოყენებული. რომ გადავხედოთ, 30 წლის განმავლობაში, რაც მე ამ სფეროში დავიწყე მუშაობა, სადღაც ალბათ 7 ათასზე მეტი მოსწავლე მეყოლება გაზრდილი, - ამბობს ხიდაშელი.