საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, პირისპირ შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები.
ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას.