პრობლემებს ვიხილავთ, საარჩევნო რეფორმები არ ტარდება - მარკეტა გრეგოროვა არჩევნებზე
პირდაპირ ვთქვათ, საარჩევნო რეფორმები არ ტარდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ არ მოხდება ხმებით მანიპულაცია - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ,,ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში, საქართველოზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "ახლა ისე ჩანს, რომ პრობლემებს ვიხილავთ".
ახლა ისე ჩანს, რომ პრობლემებს ვიხილავთ. პირდაპირ ვთქვათ, საარჩევნო რეფორმები არ ტარდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ არ მოხდება ხმებით მანიპულაცია, ან არ გაჩნდება ამის ეჭვები. თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდება, არ არსებობს სისტემა, რომ ეს ეჭვები გადამოწმდეს და გაკეთდეს დასკვნა არჩევნები მანიპულირებული იყო თუ არა. მივიღებთ იმ სიტუაციას, რაც გასულ წლის შემოდგომაზე ვნახეთ. ამის ხილვა არ გვინდა. თუმცა, თუ რეფორმები არ იქნება, სწორედაც რომ ასე მოხდება"- განაცხადა გამოცემასთან მარკეტა გრეგოროვამ.
კითხვას - ვაშინგტონში ხშირად ისმის შეფასებები სენატორებისგან და კონგრესმენებისგან, რომ საქართველო წინ არ მიდის და რომ დემოკრატია გამოწვევის წინაშეა. თქვენ გასული არჩევნები ახსენეთ, ვიხილეთ ასევე 2018 წლის არჩევნებიც. კრიზისები მეორდება. როგორ აღიქმება საქართველოს ტრაექტორია ბრიუსელში?, ევროპარლამენტარი პასუხობს:
გეტყვით, რომ [ის] ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ეს წერია და ეს მთავრობის გაწერილი მიზანია, ამ მიზნისკენ ვერცერთ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებზე დემოკრატია გაიმარჯვებს და უფრო მეტი პარტია გამოჩნდება, რომლებიც მოქალაქეების სურვილებს ასახავენ, რადგან საბოლოოდ ესაა ყველაზე მთავარი"- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.