ანა დოლიძე შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს
პარტიის "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს.
საქმე ეხება 30 აგვისტოს მის სოციალურ ქსელზე განხორციელებულ კიბერშეტევას.
დოლიძე უნდობლობას უცხადებს გამოძიებას და დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. დოლიძე მზად არის, მისი გამოკითხვა საჯაროდ მოხდეს.
უნდობლობას ვუცხადებ შინაგან საქმთა სამინისტროს. როგორც წინა 4 შემთხვევაზე, ამ შემთხვევაზეც ტყუილად მოვალ, უნდა გადავცე ჩემი პირადი ნივთები, საკუთრება და ტელეფონი და შედეგი იქნება ნულოვანი. მოვითხოვ, რომელიმე წინა საქმეზე დაიდოს შედეგი. ჩემი მოთხოვნ,ა რაიმე ნიშანი გამოძიებისა და სიმართლის დადგენისა იმ ოთხ საქმეზე, რომელზეც ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიპასუხოს, სიმართლე დადგინდა თუ არა რომელიმე ამ საქმეზე, მათ შორის ჩემი ბინის ქურდობაზე, თვალთვალზე, ადევნებაზე და ჩემი ბინის ჩაწერაზე. ამის შემდეგ სიამოვნებით ვითანამშრომლებ ან ამ უწყებასთან, ან მოსამართლესთან", - თქვა ანა დოლიძემ.