გულს ჩავდებ მერიაში, მე ყველას მერი ვიქნები - ანზორ მელია
ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, ანზორ მელია, მშობლიური სოფლის, ნარაზენის, მოსახლეობას შეხვდა.
მომეცა საშუალება, მოვსულიყავი იმ კუთხეში, სადაც დავიბადე და აღფრთოვანებული ვუყურებდი ყველაფერს. ეს ხალხი არ უნდა გარბოდეს უცხოეთში და არ უნდა ტოვებდეს ოჯახებს.
უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან სიკეთის გაკეთებაში, საქმის კეთებაში, სიყვარულში - მაშინ აღორძინდება საქართველო.
გული თუ არ ჩადე საქმეში, იქ წარმატება შეუძლებელია, ამიტომ, ამ გულს მე ჩავდებ მერიაში. მე ყველას მერი ვიქნები - სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების.
არ შეიძლება, მერი მხოლოდ ერთ პარტიას ეკუთვნოდეს.მერად არჩევის შემდეგ პირველი, რასაც გავაკეთებ, ჩემს ნარაზენს მივხედავ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას. მე სიტყვას არასოდეს ვღალატობ"- თქვა მელიამ.