დესტრუქციისთვის ემზადებიან - "ოცნება" ირწმუნება, რომ ოპოზიციასთან "აფილირებულ" ორგანიზაციები "ამხილა"

09.09.21 14:01
დესტრუქციისთვის ემზადებიან - "ოცნება" ირწმუნება, რომ ოპოზიციასთან "აფილირებულ" ორგანიზაციები "ამხილა"

,,ქართულ ოცნების" ახალი იერიში ოპოზიციაზე - მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ოპოზიციასთან დაახლოებული ის სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამხილეს, რომლებიც "დესტრუქციაზე არიან ორიენტირებულები".

სპეციალურ ბრიფინგზე თქვეს, რომ "რადიკალური ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადება". აქვე დაანონსეს, რომ მომავალი 3 კვირის განმავლობაში აქტიურ მიყურადებას გააგრძელებენ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც სადამკვირვებლოდ დარეგისტრირდებიან. 

ოპოზიცური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ეზმადებიან. ამ მხრივ სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ პროვოკაციურ საქმიანობას - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, ბოლო წლებში არჩევნებს ნეიტრალურ არასამთავრობოებთან ერთად ისეთებიც აკვირდებიან, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ სუბუექტებთან კავშირში არიან შემჩნეული.

მისი აზრით, მათი მთავარი მიზანი საარჩევნო უბნებზე პროვოკაცია და პროცესისთვის ხელის შეშლაა.

8 სექტემბრის მდგომარეობით ცესკო-ს მიერ რეგისტრირებულია 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენს მიერ შესწავლით გამოიკვეთა 15 ორგანიზაცია, რომელთაგან 12 ,,ენმ"-სთან არის პირდაპირ კავშირში, ხოლო 3 ,,ევროპულ საქართველოსთან" - თქვა მიქანაძემ.