"მსურს, მხარი დავუჭირო თავისუფლებისთვის მებრძოლებს" - როთი საქართველოში ჩამოდის

09.01.25 16:09
"მსურს, მხარი დავუჭირო თავისუფლებისთვის მებრძოლებს" - როთი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი მომავალ კვირას საქართველოში ჩამოდის - ამის შესახებ ევროპელი პოლიტიკოსი X-ზე წერს და ხაზს უსვამს, რომ ეს მისი გამოსამშვიდობებელი მოგზაურობა იქნება. 

"მსურს მხარი დავუჭირო ყველა ერთგულ ევროპელს, თავისუფლებისთვის მებრძოლებს" - წერს როთი და აღნიშნავს, რომ მისი საპარლამენტო მანდატი იწურება, თუმცა თავისუფალი საქართველოს ერთგულებას კვლავ გააგრძელებს. 

მოუთმენლად ველი ჩემს გამოსამშვიდობებელ მოგზაურობას საქართველოში მომავალ კვირას. მსურს მხარი დავუჭირო ყველა ერთგულ ევროპელს, თავისუფლებისთვის მებრძოლებს და დავემშვიდობო ჩემს მეგობრებს როგორც გერმანელი პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საპარლამენტო მანდატი მალე იწურება, მე ვიქნები ერთგული თავისუფალი საქართველოსი, რომელიც ევროპის გულშია". - წერს როთი. 

მსგავსი სიახლეები