სასტიკი მკვლელობა მესტიაში - დაარღვევენ თუ არა დუმილს უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულები (ფოტოები სასამართლოდან)

09.01.25 17:12
სასტიკი მკვლელობა მესტიაში - დაარღვევენ თუ არა დუმილს უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულები (ფოტოები სასამართლოდან)

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულები განსასჯელის სკამზე არიან. 

 ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობაში ბრალდები ბეჟან ჭკადუა და რევაზ პაკელიანი ზუგდიდის რაიონულ სასმართლოში საბადრაგო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიყვანა. 

ადვოკატის თქმით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. 

სასტიკი მკვლელობა მესტიაში 5 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები - რევაზ პაკელიანი და ბეჟან ჭკადუა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

რევაზ პაკელიანსა და ბეჟან ჭკადუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები