ძველი სტატუსით ახალ მისამართზე - პრეზიდენტმა ოლიგარქის რეჟიმთან ბრძოლა ახლა უკვე ჭოველიძის ქუჩიდან დაუანონსა
ძველი სტატუსით ახალ მისამართზე. საქართველოს პრეზიდენტმა ოლიგარქის რეჟიმთან ბრძოლა ათონელის შემდეგ ახლა უკვე ჭოველიძის ქუჩიდან დაუანონსა. ან დანიშნავენ არჩევნებს, ან თვითონ ჩამოიშლებიან - ზურაბიშვილი აანონსებს, რომ პროცესების განვითარების ნებისმიერი სცენარი ოლიგარქის წინააღმდეგ იქნება. ვარ და ვიქნები პრეზიდენტი - აცხადებს ზურაბიშვილი და ამ სტატუსით ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად შტატებში მიემგზავრება.
"ოცნებისთვის" სალომე ზურაბიშვილი დღევანდელი მიმართვა იმაზე მძიმე მოსასმენი იყო, ვიდრე ეგონათ. პრეზიდენტმა მთელი ქვეყნის გასაგონად ოლიგარქის რეჟიმი სანქციების გვერდის ავლაში დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის ფინანსური შემოსავლების ლამის ერთადერთი წყარო საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული მანქანების გაყვანაა.
"ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია" - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.