"ოცნება" გადაიქცა რუსულ კოშმარად და ქვეყანა პარტნიორებისგან შორს მიჰყავს - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

09.01.25 19:27
"ოცნება" გადაიქცა რუსულ კოშმარად და ქვეყანა პარტნიორებისგან შორს მიჰყავს - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

"ოცნება" გადაიქცა რუსულ კოშმარად და ქვეყანა პარტნიორებისგან შორს მიჰყავს - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში  "არაღიარების აქტის" ავტორთან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯო უილსონთან ერთად გამოდის. 

მისი თქმით, ივანიშვილის მთავრობა მოულოდნელად ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორებს დაშორდა და შეტრიალდა რუსეთისკენ.

ბოლო წლებში ჩვენ გვყავდა მთავრობა, რომელიც თავიდან მიყვებოდა ამ გზას, საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიჰყავდა და ზუსტად ეს პარტია იყო, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა მუხლი, რომელიც აიძულებს ყველა ინსტიტუტს, გააკეთოს ყველაფერი, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია მოხდეს. მოულოდნელად, "ოცნება" გარდაიქმნა ქართულ კოშმარად, ან რუსულ კოშმარად და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ქვეყანა პარტნიორებისგან შორს და თავს ესხმის ევროპელ, ამერიკელ პარტნიორებს. ელჩების მიმართ ქვეყანაში აგრესიას გამოხატავენ. იღებენ რუსულ კანონებს და ამ ყველაფერს საქართველო შორს მიჰყავს ევროკავშირისგან.

ეს მთავრობა მოულოდნელად ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორებს დაშორდა და შეტრიალდა რუსეთისკენ. ჩვენთან არ არის დამოუკიდებელი სასამართლო და არცერთი ინსტიტუტი გარდა ჩემისა. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც არ იმართება ერთპარტიული სისტემით. დიდი განსხვავება საქართველოსა და რუსეთს შორის ის არის, რომ ჩვენ გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ამ ერთი პარტიისთვის მიუღებელია. ამ საზოგადოებამ გაუძლო რუსულ კანონს ორჯერ. ერთხელ კანონი შემოიტანა, შემდეგ გაიტანა და ერთი წლის შემდეგ ისევ შემოიტანა მიუხედავად იმისა, რომ ხალხს დაჰპირდა, აღარ შემოიტანდა, რაც კიდევ ერთი ტყუილია, რაც კიდევ ერთი რუსული მახასიათებელია ამ მთავრობისა.", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. (სინქრონული თარგმანი)

მსგავსი სიახლეები