ივანიშვილის რეჟიმი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს შტატებისთვის, რუსეთის მარიონეტია და სურს დიქტატორი გახდეს - უილსონი
ივანიშვილის რეჟიმი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს შტატებისთვის, რუსეთის მარიონეტია და სურს დიქტატორი გახდეს - ამის შესახებ საქართველოს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს საკითხს ეხება.
ივანიშვილი იბრძვის, რომ საქართველო დამპყრობელთა ღერძს დაუქვემდებაროს - ამბობს უილსონი და საუბრობს "ოცნების" პრემიერის ირანში ვიზიტზეც.
მოხარული ვარ, რომ მოვუსმინე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს. მე მაქვს მესიჯი ქალბატონი პრეზიდენტისთვის, მისი სიტყვა შთამაგონებელი იყო ნამდვილად. ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის, მას სურს დიქტატორი გახდეს და არის რუსეთის მარიონეტი. ის იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო დამპყრობელთა ღერძს დაუქვემდებაროს. მათი პრემიერი ირანში იყო ჩასული, როცა ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დაუდო კონტაქტი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე. სამხედრო დამნაშავე პუტინი ცდილობს, რომ აღადგინოს საბჭოთა იმპერია.