უილსონი: "ივანიშვილის რეჟიმსა და მათ მოკავშირეებზე მაქსიმალური ზეწოლა იქნება"

09.01.25 19:56
უილსონი: "ივანიშვილის რეჟიმსა და მათ მოკავშირეებზე მაქსიმალური ზეწოლა იქნება"

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ივანიშვილის რეჟიმსა და მათ მოკავშირეებზე მაქსიმალური ზეწოლა იქნება. 

დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკა ვერ დაუშვებს, საქართველო ჩინეთისა და თეირანის გავლენის ქვეშ მოექცეს. 

"ამერიკამ თავის დროზე არ აღიარა ასადის რეჟიმი და ისიც აღარ არსებობს" - აღნიშვნას ჯო უილსონი და იქვე ამატებს, რომ იგი ქართველი ხალხის გვერდით დგას. 

მაქსიმალური ზეწოლა იქნება ირანის რეჟიმზე და მათ მოკავშირეებზე როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმი. მოხარული ვარ, რომ ივანიშვილს სანქციები დაუწესეს. ეს ორპარტიული მოთხოვნა და ჩვენ ერთად ვმუშაობთ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო ჩინეთის და თეირანის გავლენის ქვეშ მოექცეს. მე მოვიტანე წერილი საქართველოს საერთაშორისო მეგობრების. ეს არის თავისუფალი არჩევნების მოთხოვნის მხარდაჭერა.  

ჩვენ მოვუწოდებთ დემოკრატიულ მთავრობებს, რომ დაგმონ ივანიშვილის რეჟიმი და მოითხოვონ ახალი არჩევნები და შეწყვიტონ კონტაქტი ივანიშვილის რეჟიმთან იქამდე, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. გარდა ამისა, ვითხოვთ სანქციები დაუწესონ ივანიშვილის გარემოცვას. ოცნებამ არჩევნები გააყალბა და ერთპარტიულ პარლამენტში იღებს გადაწყვეტილებებს. კონგრესში მე წარვადგინე მეგობარი აქტი, ორპარტიული აქტი, რომელიც გულისხმობს სანქციებს ივანიშვილის რეჟიმისთვის და საქართველოსთან ღრმა ურთიერთობებს, როცა ის დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სანამ არ გაიმართება თავისუფალი არჩევნები. ამერიკამ თავის დროზე არ აღიარა ასადის რეჟიმი და ისიც აღარ არსებობს. არაღიარების აქტი დაფუძნებულია წარმატებებზე. მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით და მოგიწოდებთ ყველას, დადგეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარეს." - ამბობს ჯო უილსონი. 

მსგავსი სიახლეები