"რიჟა", ფხაკაძე, კობახიძე, კალაძე, გომელაური, მურუსიძე... - ვინ მოხვდა ივანიშვილის გარემოცვიდან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ დასასანქცირებელთა სიაში

09.01.25 20:27
"რიჟა", ფხაკაძე, კობახიძე, კალაძე, გომელაური, მურუსიძე... - ვინ მოხვდა ივანიშვილის გარემოცვიდან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ დასასანქცირებელთა სიაში

შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს - მარკო რუბიოს "ქართული ოცნების" "ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების" და "ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის" თაობაზე შეატყობინეს. 

"რადიო თავისუფლებას" წყარო უყვება, რომ წერილი რუბიოს 2025 წლის 9 იანვარს გაუგზავნეს, სადაც ჩამოთვლილია 26 კონკრეტული ადამიანი, რომლებიც "ელიტური გარემოცვის წევრები,  კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები არიან, რომლებიც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ".

TVPIRVELI.GE "რადიო თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ სიას უცვლელად გთავაზობთ:

"ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები":

  • ეკატერინა ხვედელიძე, ივანიშვილის ცოლი
  • ალეკო ივანიშვილი
  • შმაგი კობახიძე
  • უჩა მამაცაშვილი

"ქართული ოცნების" ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:

  • ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
  • კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
  • თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
  • გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის უფროსი
  • ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
  • კახა კალაძე, თბილისის მერი
  • ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია როგორც "დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი"
  • ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია, როგორც "პარტიის იდეოლოგი"
  • ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. მოხსენიებულია, როგორც "პარტიის იდეოლოგი"

კორუმპირებული ფინანსური "გამაძლიერებლები" ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:

  • ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
  • სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი
  • ხვიჩა მაქაცარია
  • ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი
  • ვანო ჩხარტიშვილი
  • სულხან პაპაშვილი
  • გიორგი კაპანაძე („რიჟა“)
  • ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
  • ნოშრევან ნამორაძე
  • ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი

მოსამართლეები:

  • მიხეილ ჩინჩალაძე
  • ლევან მურუსიძე.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, წერილში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით არის საუბარი, მათ შორის, წინასაარჩევნო გარემოზე, გაყალბებულ არჩევნებზე, უწყვეტ საპროტესტო აქციებზე, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების დარბევაზე და სწორედ ამ წერილში ჩამოთვლილი ადამიანების სანქცირებაა მოთხოვნილი.

მსგავსი სიახლეები