,,ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებში შედის, რომ ნიკა მელია გატეხონ - ადვოკატი

09.09.21 15:29
,,ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებში შედის, რომ ნიკა მელია გატეხონ - ადვოკატი

თბილიისის საქალაქო სასამართლოში ,,ნაცმოძრაობის" ლიდერის პროცესი დაიწყო. დღეს უნდა გაირკვეს, დათანხმდება თუ არა ნიკა მელია ამნისტიის კანონს და განაცხადებს თუ არა თანხმობას შეწყალების აქტზე. 

მელიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის, ინფორმაციით, ,,ენმ"-ს ლიდერი ამნისტიაზე თანხმობას არ აცხადებს და ეს გადაწყვეტილება საჯაროდ აქვს გაცხადებული.  უფლებადამცველი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონი ხელისუფლებამ იმ ფაქტის გამო მიიღო, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მორალურად გატეხონ.

წესით და რიგით, დღეს უნდა გაარკვიოს სასამართლომ  მელიას თანხმობა -უარყოფის საკითხი ამნისტიასთან დაკავშირებით.  რაც შეეხება ნიკა პოზიციას, მან ეს საჯაროდ დააფიქსირა. რაც აქამდე ამნისტია გამოსულა, მასში ბრალდებულის თანხმობა გათვალისწინებული არ ყოფილა. ეს არის ცალსახად ნიკა მელიაზე მორგებული რეგულაცია. ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს ,,ქართული ოცნების" ნებას, რომ რეალურად მელიას ბრალი წაყენებული აქვს არა იმიტომ, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, არამედ ეს შედის ,,ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებში, რომ როგორმე ნიკა გატეხონ, ხელი მოაწერინონ, გირაო გადააახდევინონ. როგორც აქამდე ეს არ გამოუვიდათ, არც ახლა გამოუვათ, ბუნებრივია! - აცხადებს ადვოკატი.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია ამნისტიაზე თანხმობას არ გამოაცხადებს, შესაძლოა, ის კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნონ.