რა „ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული - კალაძე მკვლელობაში ბრალდებულზე
თბილისის მერი, კახა კალაძე, უარყოფს ინფორმაციას, რომ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს მმართველი გუნდი მფარველობდა.
თუ „ქართული ოცნება“ ვინმეს მფარველობდა, ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი, თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით"- განაცხადა კახალაძემ.
კალაძის თქმით, მურსაკულოვს ფოტოები ნიკა მელიასთან და გიორგი რურუასთანაც აქვს გადაღებული.
რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს. არ მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, ამბობს, რომ მხარდამჭერია, როგორც იყო მხარდამჭერი ნიკა მელიასი და რურუასი, ასევე გაზიარებული აქვს გახარიას და ჩემი ფოტოც, ამაში ჩვენი დანაშაულია რამე?“, - თქვა კახა კალაძემ.
ავსტრალიელი პედაგოგის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი წარსულში კიდევ ერთი დანაშაულშია მხილებული.
ირკვევა, რომ შანაი ბრუკის სასტიკ მკვლელობამდე მურსაკულოვი ერთ-ერთ მოქალაქეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
"პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ მალევე მოახდინა მოძალადის იდენტიფიცირება, თუმცა არ დაუკავებიათ.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ძველი თბილისის მესამე სამმართველოს მიმართა და მურსაკულოვი ამოიცნო, თუმცა პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.