ამნისტიაზე არანაირი თანხმობა არ იქნება - ნიკა მელია სასამართლოში მივიდა
"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე" ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
მისი თქმით, "ივანიშვილის სასამართლო" აპირებს, მას კითხოვს "მონაწილეობდა თუ არა სახელმწიფოს გადატრიალებაში მონაწილეობას".
მელია კიდევ ერთხელ აღიშნავს, რომ 20 ივნისის ამნისტიას არ ეთანხმება:
ითხოვენ ჩემგან თანხმობას, რომ მე ვატრიალებდი სახელმწიფოს. ეს სპეკულაციები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში, უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოოდ. არანაირი თანხმობა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან, რომ მე მას მოწყალებას ვთხოვ, რომ ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია და ახლა ბიძინა ივანიშვილი მიწყალებს, საპროცესო გარიგება უფროა ეს, ვიდრე სხვა ყველაფერი, - ამბობს მელია.
მისი თქმით, მოსამართლემ მისი პოზიცია უნდა მიიღოს:
არანაირი თანხმობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემის მხრიდან რომ მე მას ახლა მოწყალებას ვთხოვ და ჩემზე გავრცელდეს ის რაც არ ჩამიდენია, არ აქვს. წერტილი დავუსვათ ამ საკითხს. ვფიქრობ, ეს უნდა მიიღოს მოსამართლემ და ქართულმა ოცნებამ საბოლოო პასუხად. არ ვიღებ ამ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას"- დასძინა ნიკა მელიამ.