ვინ ჩაერია არჩევნებში “ოცნების“ სასარგებლოდ - ივანიშვილის გუნდი ამჯერად ამერიკიდან ამხილეს
ვინ ჩაერია არჩევნებში -ბიძინა ივანიშვილისს გუნდი ამჯერად ამერიკიდან ამხილესს. NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რუსეთის გარდა, “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანიც ერეოდნენ.
ლორა თორნტონი დარწმუნებულია, რომ შემთხვევითი არ იყო, წინასაარჩევნოდ კობახიძის ვიზიტი თეირანში.
თორნტონის ინფორმაციით, ირანი წლების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ინსტიტუტებს აფინანსებდა და შემთხვევითი არ არის “ოცნების“ მჭიდრო თანამშრომლობა ირანის რეჟიმთან.
ჩვენ ვიცოდით თეირანში კობახიძის ვიზიტის შესახებ... ირანის გავლენა [საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ] რეგიონში გარკვეული პერიოდია, არსებობს. მე ვიცოდი ამის შესახებ - ვიცოდი, რომ ისინი [ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები] მხარს უჭერდნენ ისლამურ კვლევით ცენტრებს, მეჩეთებს და ბიზნესმენებს, რომლებიც ირანში სწავლობდნენ... რაც არ ვიცოდი და რაც გავიგე დეკემბერში ჩემი იქ ყოფნისას, არის ის, რომ ასევე იყო [ირანისგან] აქტიური ჩართულობა „ქართული ოცნების“ კამპანიის დასახმარებლად.
ისინი ფულს დებდნენ იმაში, რომ დამთხვეოდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიის გზავნილებს. მართალია, კანდიდატების გვერდით არ მდგარან ირანელები, ისინი აძლიერებდნენ იმავე ნარატივებსა და გზავნილებს, რასაც „ქართული ოცნება“, და ახდენდნენ ზეწოლას ადგილობრივ საზოგადოებაზე, რათა მხარი „ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირათ“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.
ლორა თორნტონმა საარჩევნო პროცესში აზერბაიჯანის ხელისუფლების ჩარევაზე ისაუბრა:
აზერბაიჯანელი პოლიტიკური ლიდერები, ისევე, როგორც მედიაფიგურები, სიტყვის სრული მნიშვნელობით, სცენებზე იდგნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატების გვერდიგვერდ… ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით რუსეთის ჩარევაზე, მაგრამ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას იღებდა სხვა მოთამაშეებისგანაც“, - განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელმა.
თორნტონი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის და “ოცნების“ სხვა ლიდერების დასანქცირებით დიდი პროგრესი მოხდა, თუმცა, ფიქრობს, რომ “ოცნებაზე“, როგორც არაელგიტიმურ მთავრობაზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.“
ვფიქრობ, დიდი პროგრესი განვიცადეთ ივანიშვილის დასანქცირებით, კონკრეტული ლიდერების წინააღმდეგ სავიზო სანქციების დაწესებით, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ „ოცნებაზე“, როგორც არალეგიტიმურ მთავრობაზე ზეწოლა. ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ ისინი, უნდა ვიყოთ მკაფიო, რომ არჩევნები გაყალბდა. ამავდროულად უნდა გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოაგდოების მხარდაჭერა, რადგან მათ აქვთ უდიდესი მნიშვნელობა,- დასძინა თორნტონმა.