სალომე ზურაბიშვილს დღეს ზუგდიდში ელოდებიან

11.01.25 10:22
სალომე ზურაბიშვილს დღეს ზუგდიდში ელოდებიან

სალომე ზურაბიშვილს დღეს ზუგდიდში ელოდებიან -  მეხუთე პრეზიდენტი შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან გეგმავს. წინააღმდეგობის 45-ე დღე პრეზიდენტთან ერთად - ასე ეწოდება ღონისძიებას, რომელიც   ზუსტად ორ საათზე სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის ორგანიზებით დაიწყება. შეხვედრის ადგილი ზუგდიდის სამხარეოო ადმინისტრაციაა.

მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე  სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი, ვისაც აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია, ქალბატონო პრეზიდენტო შევხვდებით ზუგდიდში - ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები