საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება

11.01.25 15:20
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება

პროევროპული აქციებზე დაკავებულ 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება - დაკავებულთა ადვოკატების მიერ სხდომის დატოვების შემდეგ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სასამართლო სხდომა გააგრძელა.

ამ დროისათვის, პროცედურული დეტალების მოსაგვარებლად შესვენებაა გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული 8 პირიდან ოთხი 21 წელს მიუღწეველი, ერთი კი არაქართულენოვანია, შესაბამისად აუცილებელი გახდა საქმეში სახაზინო ადვოკატების ჩართვა.

  • დაკავებული პირებიდან 4 - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა. შესაბამისად, ისინი სავალდებულო დაცვას ექვემდებარებიან.