პრეზიდენტი მეგრელებს - თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები

11.01.25 15:27
პრეზიდენტი მეგრელებს - თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდშია -  სამეგრელოს ცენტრში გაშლილია საქართველოს და ევროკავშირის გიგანტური დროშები. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ზუგდიდში სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის მიწვევით ჩავიდა. 

თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები - მიმართა პრეზიდენტმა სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილებს. 

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი რეგიონული ტურნე, შეიძლება ასე ითქვას, იწყება ზუგდიდში. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება და არა მხოლოდ ბედნიერება, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სწორი იმიტომ, რომ ზუგდიდი, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ის ადგილი არის, რომელიც ყველაზე ახლოსაა ევროპასთან. თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებული ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის შავი ზღვის მეორე მხარე - ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები