პრეზიდენტი ზუგდიდში: ვაშინგტონში თქვენ ხმას ჩავიტან

11.01.25 15:42
პრეზიდენტი ზუგდიდში: ვაშინგტონში თქვენ ხმას ჩავიტან

„ზუგდიდი საქართველოში არის ის ადგილი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან“, - ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილ მოქალაქეებს. 

მისი თქმით, როგორც დიპლომატი, სწორედ საქართველოს მოქალაქეების სახელით დაელაპარაკება საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებთან შეხვედრასაც უახლოეს პერიოდში გეგმავს:

მე ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე. მე მყავს დღეს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებსაც გული შესტკივათ საქართველოსთვის და ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც, რასაც ვთხოვთ, რომ დაიცვან ამ ქვეყნის მომავალი იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრილოეთ არა მეგობრისგან.

იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი გინდ ევროპაში, გინდ ამერიკაში, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მეგობრები იმიტომ გვყავს, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ, ეს პროტესტი რომ არ იყოს, ეს მრავალფეროვანი პროტესტი, ყველა ქალაქში, მაშინ ისინიც არ იგრძნობდნენ თავიანთ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა:  "ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში, რომელიც იქნება უსათუოდ გამარჯვებული, სხვა გზა არ არის". 

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდება, რომ ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლაშ ბოლომდე მათ გვერდით იდგება: 

 ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთან და თქვენ გაქვთ ჩემი იმედი, მაგრამ მე მაქვს არანაკლებად თქვენი ყველასი, თითოეულის იმედი. იმიტომ, რომ ეს არის ის ბრძოლა, რომელსაც ვერ მოიგებთ ვინმე ბელადის ხელით და ვიღაცის მხოლოდ იმედით, შენ რომ იჯდე სახლში და დაელოდო, რომ რაღაცა თავისით მოხდება. ეს მოხდება მხოლოდ, თუ ყველანი ვიქნებით ბოლომდე ჩართული.
როგორც ვართ დღეს და როგორც ვიქნებით ხვალ. მე შემიძლია ერთი რამე დაგპირდეთ, რომ ბოლომდე მე ვიქნები ჩართული, ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის"- აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები