გაზრდილი კრიმინალი და დაუსჯელობის სინდრომი - ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

10.09.21 11:24
გაზრდილი კრიმინალი და დაუსჯელობის სინდრომი - ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

გაზრდილი კრიმინალი ქვეყანაში და დაუსჯელობის სინდრომი - ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ქართული ოცნება" კრიმინალურ სამყაროს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მფარველობს, რადგან საარჩევნო უბნებთან მათი ყოფნა გამარჯვების მოპოვების ერთ-ერთ ბერკეტია. 

ის ადამიანები, ვინც ძალადობისკენ და კრიმინალისკენ მიდრეკილები არიან, ხედავენ, რომ არიან დაუსჯელები და არიან ძალაუფლებით აღვსილები მთავრობისგან, რომელიც მათ უნდა ებრძოდეს და კანონმორჩილ მოქალაქეებს იცავდეს. მძევლების გადარჩენა და იმ ადამიანის დაკავება, ვინც დანაშაული ჩაიდინა, არის კარგი, მაგრამ ისეთი გახმაურებულ შემთხვევაში, წინაზე წარმატებულად გამოცხადდა კრიმინალის მიერ ქონების მიტაცება და მიმალვა და მიმალულია, ამის წარმატებულად გამოცხადება არის დამანგრეველი გზავნილი იმისდა მიუხედავად, ამ შემთხვევაში რა მოხდა, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია. 

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გუშინ ყვარელში, ,,საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ქვეყანაში კრიმინალის გაზრდას სულაც არ ნიშნავს. "ქართული ოცნება"  არჩევნების წინ არც კრიმინალების მფარველობას და მათთან თანამშრომლობას  აღიარებს.