თბილისში ბოლო რამდენიმე წელია არც ერთი მკვლელობა არ არის გაუხსნელი - მდინარაძე
"ქართული ოცნების" წევრი, მამუკა მდინარაძე ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს ოპოზიციის შეთხზულია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დასამყარებლად. მდინარაძის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია თბილისში არც ერთი გაუხსნელი მვკლელობა არ ფიქსირდება.
ამის შესახებ მეცნიერება არსებობს, კრიმინოლოგია ჰქვია და კრიმინოლოგიის საფუძვლებს საერთოდ რას უშვრებიან ჩვენი ოპონენტები ოღონდ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და მესიჯბოქსი დაალაგონ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რავიცი... პოლიტიკოსები კრიმინოლოგიის საწყისებთან დაკავშირებით სცოდავენ, როცა ზედმეტად ბევრს საუბრობენ, თბილისში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არც ერთი მკვლელობა არ არის გაუხსნელი. ეს მემგონი, არის ისეთი პოზიტიური ამბავი, რომელზეც ალბათ ხშირად უნდა ლაპარაკობდეს ობიექტური ტელევიზია თუ დამკვირვებელი, - განაცხადა მდინარაძემ.