კრიმინალური სამყარო "ოცნების" პირობებში თავს კომფორტულად გრძნობს - დეკანოიძე

10.09.21 13:16
კრიმინალური სამყარო "ოცნების" პირობებში თავს კომფორტულად გრძნობს - დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე, იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ქვეყანაში კრიმინალის ზრდა გამოიწვია. დეკანოიძის თქმით, კრიმინალური სამყარო "ქართული ოცნების" პირობებში თავს კომფორტულად გრძნობს და ეს ყველასთვის თვალსაჩინოა. 

ეს არის უხილავი სოციალური კონტრაქტი, რომელიც აქვთ „ქართულ ოცნებას“ და კრიმინალურ სამყაროს. გარდა ამისა, უმძიმესი სოციალური და ეკომონიკური ფონია, მაგრამ, ის, რომ კრიმინალური სამყარო თავს გრძნობს ძალიან კომფორტულად „ქართული ოცნების“ პირობებში, ის, რომ პოლიცია არ ასრულებს დაკისრებულ უპირველეს მოვალეობას, ეს ჩანს ძალიან კარგად და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ იმას, რომ მაგალითად, ნებისმიერ ბანკში, ლომბარდში, ან სხვა დაწესებულებაში, შესვლა არ არის უსაფრთხო, - ამბობს დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები