ამ ქალაქში ადამიანების სიცოცხლე აღარაა დაცული, "ოცნება" ინტეგრირებულია კრიმინალთან - "ლელოს" განცხადება

10.09.21 13:18
ამ ქალაქში ადამიანების სიცოცხლე აღარაა დაცული, "ოცნება" ინტეგრირებულია კრიმინალთან - "ლელოს" განცხადება

"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი, ამბობს, რომ ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალის გამო საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული არ არის და "ოცნება"  თავად არის ინტეგრირებული კრიმინალთან. ბიბილაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცულია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც გამოაცხადა, რომ მათი მმართველობის 9 წლის თავზე ამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის დაცული, არის დაცინვა ადამიანების. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გუშინ ადამიანები აიყვანეს მძევლებად და ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნეს საფრთხე, მაშინ როდესაც ამ ქალაქის ცენტრში მოკლეს ადამიანი, რომელმაც შეიყვარა ეს ქალაქი, ჩამოვიდა აქ და ცხოვრობდა. ამ ქვეყანაში რეალურად აღარავინ აღარ ვართ დაცული, არც თბილისში, არც ყვარელში არსად არაა ადამიანების სიცოცხლე დაცული. "ქართული ოცნება" ინტეგრირებულია უკვე კრიმინალთან", - ამბობს ანა ბიბილაშვილი.