რეპრესიები გრძელდება - გახარიას პარტია ამჯერად პროპორციული სიის მე-19 ნომერმა დატოვა

10.09.21 13:30
რეპრესიები გრძელდება - გახარიას პარტია ამჯერად პროპორციული სიის მე-19  ნომერმა დატოვა

"ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპონენტებზე რეპრესიებს აგრძელებს. გიორგი გახარიას პარტია ამჯერად პროპორციული სიის მე-19 ნომერმა დატოვა. ექსპრემიერის გუნდში თანაგუნდელის წასვლას მუქარასა და შანტაჟს უკავშირებენ. ფიქრობენ, რომ  „ოცნების“ წევრებმა კანდიდატზე მუქარა განახორციელეს და ახლობლების სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.

მმართველი გუნდის მხრიდან ყოველგვარ რაციონალურ ზღვარს სცილდება პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" მხარდამჭერებზე და წევრებზე განხორციელებული შანტაჟი და მუქარა. მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენი პროპორციული სიის მე-19 ნომერმა, გიორგი ჯოჯუამ, მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეს იყო მის მიმართ განხორციელებული უმწვავესი დაშინებისა და მუქარის შედეგი. გიორგი ჯოჯუა იყო ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი, ის იყო ჩართული ორგანიზაციის მშენებლობაში, - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი. 

პარტიიდან წასული გიორგი ჯოჯუა კამერებთან არ ჩდება. ყველა კანდიდატი, ვინც ბოლო 3 დღეში კანდიდატურა მოიხსნა, ჟურნალისტებთან დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.