თაკო ჩარკვიანი სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს

10.09.21 15:45
თაკო ჩარკვიანი სააკაშვილის დასაბრუნებლად  ორგანიზაციას აფუძნებს

პარტია ,,კანონი და სამართალის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  სამშობლოში დასაბრუნებლად ორგანიზაციას, "საერთო სახალხო მოძრაობას" აფუძნებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

სააკაშვილს უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო. ის უნდა მობრუნდეს. მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი. მან ეს უკვე დაამტკიცა - განაცხადა დღეს თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლა დაანონსა.