მომდევნო 3 წელი არჩევნები აღარ იქნება და კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ამტკიცებს, რომ საქართველოში მომდევნო 3 წლის განმავლობაში არჩევნები აღარ ჩატარდება და"ოცნების" გუნდი საქმეზე იქნება ორიენტირებული. ღარიბაშვილმა ეს განცხადება ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის, წარდგენისას გააკეთა.
მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, ხალხი დაისვენებს და ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე, შრომასა და განვითარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენი მთავარი საქმე", - თქვა ღარიბაშვილმა.