რუსეთის მიერ დევნილ პრეზიდენტს უამრავი ადამიანი დახვდება - თაკო ჩარკვიანი
გაოცდებით, რომ ნახოთ, რა რაოდენობის ხალხის მობილიზება დაიწყო - პარტია ,,კანონი და სამართალის" დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებას მხარს დიდი რაოდენობის მსურველი უჭერს.
საჭიროა ხალხის მობილიზება, ემიგრანტებთან მუშაობა, დიპლომატებთან. ამ ორგანიზაციის დაფუძნება იყო ემიგრანტების, ხალხის მოთხოვნა, დღეს დაფუძნდა ,,საერთო სახალხო მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებისთვის. რა რაოდენობაა ხალხის, გაოცდებით, რომ ნახოთ. მისი მომხრეების მობილიზაცია დაიწყო. ეს არ არის პარტიული ორგანიზაცია, ხალხი სააკაშვილს დახვდება და მოითხოვს, რომ რუსეთის მიერ დევნილ პრეზიდენტზე შეწყდეს დევნა - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
თბილისში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისთვის სახალხო მოძრაობა იქმნება. ორგანიზაცია თაკო ჩარკვიანმა დააფუძნა და მხარდამჭერებს აგროვებს.
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, ფიქრობს, რომ უნდა შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე პოლიტიკური დევნა და მოქალაქეობა დაუბრუნდეს.