ქუთაისის და ბაღდათის მერიებმა ბიუჯეტიდან ათასობით ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები შეიძინეს

10.09.21 15:24
ქუთაისის და ბაღდათის მერიებმა ბიუჯეტიდან ათასობით ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები შეიძინეს

ქუთაისისა და ბაღდათის მერიებმა აგვისტოს თვეში ბიუჯეტიდან ათასობით ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები შეიძინეს. ინფორმაციას ამის შესახებ "აი ფაქტი" ავრცელებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ხალხის ფულს საკუთარი ინტერესებისა და კომფორტისთვის იყენებს.

ესაა მარაზმი, ესაა სისხლის სამართლის დანაშაული და ა.შ. ამათი გამოსწორება ნამდვილად არ ხდება, რამეთუ უსირცხვილო არის უსირცხვილო, მას უკვე არაფერი შველის, მას მხოლოდ და მხოლოდ გაგდება შველის. მე მინდა, ხალხს მოვუწოდო, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ ამოიღებთ ხმას, სანამ არ მოხვალთ არჩევნებზე და არ გააკეთებთ სწორ არჩევანს, - ამბობს პარტია "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი, გოგი წულაია. 

ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის მერიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ  მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამრომლებს აღნიშნული ტელეფონები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის დასჭირდათ. 

მსგავსი სიახლეები