წინაასაარჩევნო ტერორი - გოგაშვილის მტკიცებით, მისი პარტიის წევრზე ზეწოლა განხორციელდა

10.09.21 15:22
წინაასაარჩევნო ტერორი - გოგაშვილის მტკიცებით, მისი პარტიის წევრზე ზეწოლა განხორციელდა

"სახალხო პარტიის" თავმჯდომარე,  სოსო გოგაშვილი, ამბობს, რომ მისი პარტიის წევრზე ზეწოლა განხორციელდა. გოგაშვილის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ  მის ერთ-ერთ თანაგუნდელს, ლევან ლაბახუას, "ქართული ოცნების" თეთრიწყაროს შტაბიდან დაურეკეს, დაიბარეს და უთხრეს, რომ გოგაშვილის პარტია უნდა დაეტოვებინა, რის შემდეგაც  ლაბახუამ განცხადება დაწერა და პარტიიდან წავიდა.

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღაჩინოსანი და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოსო გოგაშვილი, ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს, რომ თუ ხელისუფლება  ტერორს არ შეწყვეტს, სათანადო პასუხს გასცემს.

არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ცენტრალიზებული დავალება იყო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განხორციელდება. თუ დაიწყება მსგავსი ფაქტები და ჩვენ მოგვიწევს პოლიტიკური ჩარჩოდან გამოსვლა და რეაგირება იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ეს ზეწოლა განხორციელდება და მისი პრევენცია, არ არის ჩემთვის რთული, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, რა მეთოდებიც არის", - ამბობს გოგაშვილი.