ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებმა სინდისის პატიმრები მოინახულეს - პოლიტიკოსები მოსმენილით შოკირებულები არიან

16.01.25 21:01
ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებმა სინდისის პატიმრები მოინახულეს - პოლიტიკოსები მოსმენილით შოკირებულები არიან

 

გლდანის ციხეში მოსმენილით ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები შოკირებულები დარჩნენ. სპეციალური მისიით ჩამოსული დელეგაცია სინდისის პატიმრებისგან ერთი საათის განმავლობაში ისმენდა, როგორ გააყალბეს მათი საქმეები და რა მიზნით გაწირეს მრავალწლიანი პატიმრობისთვის. სტრასბურგიდან ჩამოფრენილი მისია ციხეში დღეს ანდრო ჭიჭინაძეს და ზვიად ცეცხლაძეს შეხვდა. 

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძისა და ზვიად ცეცხლაძის საქმეები ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების ანგარიშში მოხვდება. სტრასბურგიდან ჩამოსული საგანგებო მისია უკვე ამზადებს დოკუმენტს, რომელიც ზუსტად ასახავს ადამიანის უფლებების მასშტაბურ დარღვევებს საქართველოში. დასკვნა 27 იანვარს გამოქვეყნდება, იმ დროს, როცა სტრასბურგში ევროსაბჭოს ზამთრის სესია გაიხსნება. ევროსაბჭო აპირებს, რომ საქართველოს შესახებ საგანგებო დებატები სესიის პირველივე დღესვე გამართოს.

ევროსაბჭოს მისიამ ვიზიტის ბოლო შეხვედრა დე-ფაქტო პრემიერთან გამართა. ივანიშვილის პრემიერს დახურულ კარს მიღმა მოუწია იმის ახსნა, რატომ უწყობს რეპრესიებს საკუთარ მოქალაქეებს. კითხვებზე პასუხობის გაცემა მოუწია ვახტანგ გომელაურსაც. კაცი, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს სისხლიანი ნოემბერი მოუწყო, დღეს მძიმე კითხვების პირისპირ აღმოჩნდა. 

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები და პოლიტპატიმრები იყო მთავარი თემა ოპოზიციასთან შეხვედრის დროსაც. პასემ მოუსმინა ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათგან მოისმინეს ხედვა, რა შეუძლია გააკეთოს ევროსაბჭოს ქართველი ხალხის დასახმარებლად.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.