ვინ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“

16.01.25 23:06
ვინ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. შტატებში მყოფი კოალიციის ლიდერები ღონისძიებაზე კონგრესმენებმა მიიპატიჟეს. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, ინაუგურაციას კოალიციის 4 წევრი დაესწრება.

მიწვეული ვართ, მადლობა მინდა ვუთხრა იმ კონგრესმენებს, რომლებმაც მოსაწვევები მოგვცეს. 20 -ში მოგაწვდით კადრებს ადგილიდან. მე, ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია და მელორ წუფურია დავესწრებით ინაუგურაციას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ტრამპის ინაუგურაციაზე "ოცნების" არცერთი წევრი არ იქნება, რადგან ისინი არ მიუწვევიათ. სამაგიეროდ შტატებში, "პირველების" ინფორმაციით, რამდენიმე საათში ჩაფრინდება ქართველი ხალხის არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ზუსტად ოთხ დღეში დონალდ ტრამპი უკვე მეორედ კაპიტოლიუმის წინ პრეზიდენტის ფიცს დადებს.