ვაქცინაციის ნაცვლად ბანერები - ,,ლეიბორისტრული პარტიის პერფორმანსი
ვაქცინაციის ნაცვლად ბანერები - ,,ლეიბორისტული პარტიის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პერფორმანსი გამართა.
ლაშა ჩხარტიშვილმა ვაქცინაციის პოპულარიზაციის ნაცვლად წინასაარჩევნო კამპანიისთვის დამონტაჟებულ ბანერებში არამიზნობრივი ფულის ხარჯვა გააპროტესტა.
მაშინ, როცა კალაძეს მარტო თბილისში 500 ბანერი აქვს, არც ერთი ბანერი არ დგას ქალაქში, რომელიც ვაქცინაციის პოპულარიზაციას მოემსახურება. აქამდეც მოვუწოდებდით და კვლავ მოვუწოდებთ, ახლა მაინც დაიწყონ ადამიანებზე და არა სკამებზე ზრუნვა ივანიშვილმა და კალაძემ და საკუთარი ბანერების ნახევარი მაინც დაუთმონ ვაქცინაციის პოპულარიზაციას. - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.