საკვირველი იქნება, სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდეს - მარკეტა გრეგოროვა

10.09.21 18:56
საკვირველი იქნება, სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდეს - მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა, პროგნოზირებს, რომ მიხეილ სააკაშვილი  წინასაარჩევნოდ საქართველოში არ ჩამოვა. ამის შესახებ მან ტვ პირველზე, გადაცემა ,,დღის ამბებში" ჩართვისას განაცხადა. ევროპარლამენტის ჩეხი დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ თუკი მისი პროგნოზი არ ახდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამშობლოში წინასაარჩევნოდ დაბრუნდა, ეს ფაქტი ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს.

ჩემთვის გასაოცარი, საკვირველი ფაქტი იქნება, სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოში რომ ჩამოვიდეს, რადგან ვიცი, რომ ამ შემთხვევაში ის დაპატიმრებული იქნება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური პიარი და ის საქართველოში არ ჩამოვა. 

თუ ჩამოვიდა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფაქტი არ გადააქცევს არჩევნებს განსხვავებულ პოლიტიკურ პროცესად. ეს საკითხი მეტისმეტად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე საქართველოსთვის - განაცხადა მერკეტა გრეგოროვამ.