შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს

17.01.25 14:03
შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს

შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს - ამის შესახებ შვედი დეპუტატი პლატფორმა X-ზე წერს

შვედეთი მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და "ქართულ ოცნება" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოუწოდებს. 

„შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან. ჯგუფი არ ეთანხმება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურად დანიშვნას და მოუწოდებს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ“ — წერს გუსტავ გეტბერგი, შვედეთის პარლამენტის წევრი X-ზე.