ხელისუფლების ზეწოლა გახარიას პარტიის წევრებზე - აკაკი ბეჟანიძეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

10.09.21 19:32
ხელისუფლების ზეწოლა გახარიას პარტიის წევრებზე - აკაკი ბეჟანიძეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

ხელისუფლების წინასაარჩევნო ზეწოლის ფაქტები აჭარაში -პარტია ,,საქართველოსთვის" ქედის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, აკაკი ბეჟანიძე, აცხადებს, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, მასთან ანონიმური სატელეფონო ზარები ხორციელდება და კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ.

Შემოვიდა ზარი დაფარული ნომრით, თუ არ მოვხსნიდი კანდიდატურას, დამემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, მე მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიონ ეს საკითხი - განაცხადა აკაკი ბეჟანიძემ.

პარტიის ბათუმის ოფისში დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და მმართველი პარტია ზეწოლაში დაადანაშაულეს. 

სამწუხაროდ, ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ იყენებენ ახლობლებს, ნათესავებს, რათა დაარწმუნონ, რომ მოხსნან კანდიდატურა. მაგალითად აკაკი ბეჟანიძე და დალი ტაკიძე, რომლებიც არიან კანდიდატები ქედასა და შუახევში, მათზე, მათი ოჯახის წევრებზე, ხორციელდება ზეწოლა და მუქარა -განაცხადა ბათუმის მერობის კანდიდატმა, ირაკლი მიქელაძემ.

Ზეწოლაზე საუბრობს დალი ტაკიძეც. 

Რამდენიმე დღეა, ფულადი შემოთავაზებები შეიცვალა მუქარით, ხორციელდება ზარები ოჯახის წევრებზე -ამბობს ტაკიძე

გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ფაქტების დაუყონებლივ გამოძიებას ითხოვს.