ამისთვის ახლა არ მცალია - გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩატარებას არ გეგმავს

10.09.21 20:29
ამისთვის ახლა არ მცალია - გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩატარებას არ გეგმავს

ექსპრემიერი გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩატარებას არ აპირებს. პარტია ,,საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი ყოფილ თანაგუნდელსა და კონკურენტს, კახა კალაძეს, მოუწოდებს, ქილებით სირბილის ნაცვლად პირდაპირ დებატებში დაუჯდეს და ქალაქისა თუ ქვეყნის განვითარების თემაზე ეპაექროს. 

ზოგიერთებმა, სამწუხაროდ, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით ბანკებით დაიწყეს სირბილი. მე ამისთვის ახლა არ მცალია. ამ ბანკებით სირბილს ჯობია, პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე, ქალაქზე, განვითარებაზე, 

ერთი რამ იცოდეთ, ამ ქალაქში ვინც დავიბადეთ, ყველამ ვიცით, რომ არაფერი იმალება - აცხადებს გიორგი გახარია. 

სახელისუფლო პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი წარმატებით გაიარა. კახა კალაძე ანალოგიური ქმედებისკენ კონკურენტებსაც მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები