ოლიგარქს ბრიტანული სანქციები უახლოვდება - ივანიშვილი შესაძლოა, მილიონებს დაემშვიდობოს
ოლიგარქი პანიკაშია. ივანიშვილი შესაძლოა, ბევრ მილიონს დაემშვიდობოს. ეს კი მისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა. ოლიგარქს ბრიტანული სანქციები უახლოვდება. ეს ნიშნავს, რომ საფრთხის ქვეშ არის მისი 95 ქართული და ათობით ოფშორული კომპანია, რომელსაც ბრიტანეთის კუნძულებზე ფლობს. ოფშორებიდან ოლიგარქი დიდ ბიზნესს მართავს, მათ შორის რუსეთშიც. ბრიტანეთის პარლამენტი ივანიშვილის დაუყონებლივ დასანქცირებას ითხოვს.
შესაბამისად ბრიტანული სანქციების ამოქმედებისთანავე ეს კომპანიებიც ავტომატურად სანქციების ქვეშ აღმოჩნდება. ივანიშვილი მილიონებს კარგავს. ოლიგარქის დღემდე ხილული თუ გადამალული ბიზნესი დიდი საფრთხის წინაშეა. ბრიტანული სანქციები ივანიშვილისთვის უმძიმესი განაჩენია. ამიტომ ოცნებამ განგაში გამოაცხადა. იქამდეც მივიდნენ, რომ ბრიტანეთს აფრთხილებენ და უთვლიან, რომ ივანიშვილის დასანაქცირებით საკუთარი სახელმწიფოს რეპუტაციას დააყენებენ ეჭვქვეშ.
ბრიტანეთს დაუყონებლივ მოქმედებისკენ ჯო ვილსონიც მოუწოდებს - დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.