ტვ პირველი, ფორმულა, მთავარი არხი, და კავკასია - კალაძეს, მელიასა და გახარიას დებატებში იწვევს
ტვ პირველი, მთავარი არხი, ფორმულა და კავკასია საჯაროდ ვიწვევთ დებატებზე თბილისის მერობის სამ კანდიდატს, რომლებიც ბოლო კვლევების თანახმად მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ: კახა კალაძეს, ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას.
სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები გაიმართება ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, სამშაბათს, 22:00 საათზე.